ყველა სპორტული სიახლე

ექსკლუზივი - ლუკა მილივოიევიჩი: "საქართველო 2 ქულაზე მეტს იმსახურებს"

24 მარტს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები სერბეთთან გამართავს.

მეტოქე გუნდის შემადგენლობაში მრავლად არიან ფეხბურთელები, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო ლიგებში ასპარეზობენ.

ერთ-ერთი მათგანი ლუკა მილივოიევიჩია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ბერძნული "ოლიმპიაკოსიდან" ინგლისური პრემიერლიგის ბინადარ "კრისტა პალასში" გადავიდა და ახალ გუნდთან ერთად 4 მატჩიც გამართა.

საქართველოს ნაკრებთან მოახლოებული მატჩშის და პრემიერლიგაში გადაბარგების შესახებ 25 წლის სერბმა ნახევარმცვლმა MySports.Ge-სთან ისაუბრა. 

ლუკა მილივოიევიჩი: "საქართველოსთან რთულ შეხვედრას ველი. მეტოქე 2 ქულაზე მეტს იმსახურებს. მოწინააღმდეგეს პატივი უნდა ვცეთ, თუმცა ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს - სამი ქულის მოპოვება. 

- რამდენად კარგად იცნობთ საქართველოს ნაკრებს, მეტოქე გუნდის ფეხბუთელებს? 

- ინდივიდუალურად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს არ ვიცნობ, თუმცა საქართველოს ნაკრების თამაში საფუძვლიანად შევისწავლეთ, კარგად ვიცით მეტოქის სათამაშო სტილი. 



- მიმდინარე სეზონში ინგლისურ პრემიერლიგაში გადახვედით, რაც ბევრი ფეხბურთელის ოცნებაა. რომელ გუნდთან შეხვედრას ელით ყველაზე დიდი ინტერესით?

- ძალიან რთული ჩემპიონატია. გუნდებს შორის დონეში დიდი სხვაობა არაა. მეტოქეს ჩემთვის მნიშვნელოა არ აქვს. ერთადერთი სურვილი "კრისტალ პალასთან" ერთად ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა.

 

- ვის მიიჩნევთ სერბეთის ნაკრების მთავარ მეტოქეებად მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე? 

- ამ დროისთვის მსოფლიო თასზე მოხვედრის შანსი ყველას აქვს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მოახლოებულ ტურში, რის შემდეგაც ფავორიტებზე მეტის თქმის საშუალება გვექნება. 

ფეხბურთი, საქართველო, ევროპა, მსოფლიო, ინტერვიუ, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2017 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ