ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ნაკრების მარცხი სერბეთთან (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის სკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრაში სერბეთს დაუპირისპირდა.

შეხვედრა სერბეთის ნაკრების გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

მატჩი ორივე ნაკრების ფეხბურთელებმა აქტიურად დაიწყეს, შედეგად სერბი მცველების შეცდომით ნიკა კაჭარავამ იბარგებლა, მეექვსე წუთზე ანგარიში გახსნა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა.



მე-19 წუთზე საქართველოს ნაკრებმა სახიფათო შეტევა განახორციელა, თუმცა ვაკო ყაზაიშვილის დარტყმულის მოგერიება სერბთა მეკარემ მოახერხა.

22-ე წუთზე ფილიპ კოსტიჩი ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, თუმცა სოლომონ კვირკველიამ უშეცდომოთ ითამაშა და მეტოქეს დრტყმის საშუალება არ მისცა.

33-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კართან სერბთა სახიფათო დარტყმა გიორგი ლორიამ მოიგერია.

ვაკო ყაზაიშვილის დარტყმული 35-ე წუთზე კი კარს მცირედით აცდა.

მე-40 წუთზე საქართველოს ნაკრების კართან სახიფათო მომენტი შეიქმნა, თუმცა სერბებმა მომენტი ვერ გამოიყენა.

ჯაბა კანკავა უხეში თამაშისთვის მსაჯმა 43-ე წუთზე გააფრთხილა.

პირველი ტაიმის ბოლოს 45-ე წუთზე მსაჯმა ოთარ კაკაბაძე გააფრთილა და საქართველოს ნაკრების კარსი პენალტი დაინიშნა, რომელიც ტადიჩმა ზუსტად შეასრულა და სერბეთმა ანგარიში გაათანაბრა.



მეორე ტაიმში 54-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კარში სახიფათო ჯარიმა დაინისნა, თუმცა ქართველმა მცველებმა ზუსტად ითმაშეს და ბურთი საკუთარი საჯარიმოდან გამოიტანეს.

57-ე წუთზე ქათველმა ფეხბურთელებმა სერბთა საჯარიმოში სახიფათო შეტევა განახორციელეს, თუმცა ჯერ ვაკო ყაზაიშვილმა, შემდეგ კი ნიკა კაჭარავამ მეტოქის კარში ვერ დაარტყეს.

61-ე წუთზე სერბების კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა, სტოიკოვიჩს ჯანო ანანიძისა და ჯაბა კანკავას შორეული ძლიერი დარტყმების მოგერიება მოუხდა, საბოლოოდ კი ნიკა კაჭარავას დარტყმული კუთხურზე გადავიდა. კუთხურიდან ჩაწოდებული ნიკა კვეკვესკირმა კარისკენ გაუშვა, ნიკა კაჭარავას დამატებული კი მეკარემ მოიგერია.

64-ე წუთზე კი მიტროვიჩმა ლორიას კარსი გოლი გაიტანა და სერბები დააწინაურა. 65-ე წუთზე სერბებმა კიდევ გაიტანეს გოლი, თუმცა მთავარმა არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა.

70-ე წუთზე ვლადიმირ ვაისმა პირველი ცვლილება განახორციელა, ოთარ კაკაბაძის ნაცვლად მოედანზე დებიუტანტი 19 წლის გიორგი არაბიძე გამოიყვანა.

86-ე წუთზე კი სერბებმა უპირატესობა გაზარდეს, შეცვლაზე შემოსულმა გასინოვიჩმა საქართველოს ნაკრების კარში მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა.



საქართველო: 
ლორია, კაკაბაძე('70 არაბიძე), კვერკველია, კაშია, ნავალოვსკი, კანკავა, გვილია('90 ჯიღაური), ანანიძე, კვეკვესკირი, ყაზაიშვილი('83 ქვილითაია), კაჭარავა.

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

სერბეთი: სტოიკოვიჩი, რუკავინა, ივანოვიჩი, მიტროვიჩი('71 გუდელი), ტადიჩი, კოლაროვი, მილივოიევიჩი, კოსტიჩი('81 გაჩინოვიჩი), მაკსიმოვიჩი, მატიჩი, ობრადოვიჩი('46 ვუკოვიჩი).

მთავარი მწვრთნელი: სლავოლიუბ მუსლინი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ევროპულ D ჯგუფში 2 ქულით მეხუთე ადგილზეა.

ფეხბურთი, საქართველო, ევროპა, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2018 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ