ყველა სპორტული სიახლე

ძალოსანთა ნაკრებს 2 სალიცენზიო ქულა ლომთაძემ მოუტანა

ჰიუსტონში გრძელდება ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა პირველი სალიცენზიო ქულები მოიპოვა. ეროვნულ გუნდს საერთო ჩათვლაში 2 ქულა გიორგი ლომთაძემ (77 კგ) მოუტანა, რომელმაც ორჭიდის ჯამში 331 (149+182) კილოგრამი დააგროვა და საერთო ჩათვლაში 24-ე ადგილი დაიკავა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრების წინ mysports.ge-სთან ინტერვიუში ნაკრების თავკაცმა გიორგი ასანიძემ განაცხდა, რომ 3 ლიცენზიის მოსაპოვებლად დაახლოებით 50-55 ქულა იქნებოდა საჭირო, ასე რომ ჯერ მთავარი ბრძოლები წინ არის.

გუნდის მთავარი იმედი მძიმე წონაა, სადაც ევროპის მოქმედი ჩემპიონი ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე გამოვლენ. ტალახაძემ ლიცენზიასთან ერთად მედლისთვისაც უნდა იბრძოლოს.

მსოფლიოს პირველობაზე დებიუტი ჰქონდა თათია ლორთქიფანიძეს (63 კგ), ვინც ჯამური 164 (79+95) კილოგრამი დააგროვა. საერთო ჩათვლაში რომელ ადგილზე გავა ლორთქიფანიძე, ამას ძირითადი ჯგუფის გამოსვლის შემდეგ შევიტყობთ.

ვიდეო სიახლეები

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ