ყველა სპორტული სიახლე

ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა მზადება დაიწყო

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონისთვის მზადება დაიწყო.

25 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით ყინულის ჰოკეის ნაკრები შეკრებას ქ.ბათუმში არსებულ სტანდარტული ზომის ყინულის მოედანზე გაივლის.

შეკრებაში მონაწილეობას ეროვნული ნაკრების 20 ჰოკეისტი მიიღებს. ნაკრებს კი ბორის კოჩკინი გაწვრთნის.

8 აპრილს ჰოკეისტთა ნაკრები ბულგარეთის ქალაქ სოფიაში გაფრინდება, სადაც 2017 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში მიიღებს მონაწილეობას.

ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონში სულ 8 გუნდი იღებს მონაწილეობას. გუნდები 2 ჯგუფად არიან გაყოფილები, საქართველოს ნაკრების ჯგუფში კი სამხრეთ აფრიკის, ლუქსემბურგისა და არაბეთის გაერთიანებული სამეფოს ნაკრები გუნდები იქნებიან.

სხვადასხვა, ჰოკეი‎

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ