ყველა სპორტული სიახლე

როსბერგი: "ჰემილტონთან ბრძოლისთვის მზად ვარ"

"მერსედესის" პილოტმა ნიკო როსბერგმა აბუ-დაბის მოახლოებულ გრან-პრის შესახებ ისაუბრა.

"მექსიკაში და ბრაზილიაში ორი შესანიშნავი უიქენდი გავატარე. ასე რომ, აბუ-დაბიში, სადაც ყოველთვის რთული რბოლებია, კარგ ხასიათზე მივდივარ. რა თქმა უნდა, გასული წლის გრან-პრი, ჩემთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო - ტიტული ბოლო მომენტში ტექნიკური პრობლემების გამო დავკარგე. ამიტომ, სეზონს დასრულებას მაჟორულ ნოტაზე ვაპირებ.

რა თქმა უნდა, როგორც ყოვლეთვის, ლიუის ჰემილტონთან მჭიდრო ბრძოლა გვექნება. სან-პაულუში "ფერარის" დიდი პროგრესიც ვიხილეთ. ამიტომ, რთული უიქენდი გველის, თუმცა, ბრძოლისთვის მზად ვარ და გულშემატკივრებს შოუს ვპირდები", - განაცხადა როსებერგმა.

ავტოსპორტი

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ