ყველა სპორტული სიახლე

"წიგნები საქართველოდან" - ოლიმპიური კომიტეტის საჩუქარი ქართველ ემიგრანტებს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი კამპანიაში „წიგნები საქართველოდან“, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ქართველი ემიგრანტებისთვის იქმნება წიგნის ბანკი, რათა უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის მოეწყოს ქართული წიგნების ბიბლიოთეკები.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ ქართველ ემიგრანტებითვის შექმნილი წიგნის ბანკს საჩუქარი გადასცეს ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოცემული მაღალპოლიგრაფიული სპორტული ლიტერატურა: 36 წიგნი 36-ვე ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონზე, საყმაწვილო ოლიმპიური ენციკლოპედია - „მოგზაურობა ოლიმპეთში,“ წიგნები სერიიდან „ათენიდან ტოკიომდე,“ ალბომები -„ოლიმპიური საქართველო“ და „ქართველები რიოში.“

„ძალიან საინტერესო და კარგი წამოწყებაა, - აღნიშნა ელგუჯა ბერიშვილმა, - ოლიმპიური კომიტეტი ყოველთვის მზად არის კეთილი და საჭირო საქმის თაოსნებს მხარი დაუჭიროს. ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი წიგნი გვაქვს გამოცემული და მისასალმებელია, რომ ამ პროექტის მეშვეობით ამ წიგნებს უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებიც გაეცნობიან.“

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

სხვადასხვა, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2023 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ