ყველა სპორტული სიახლე

რუსი ბლოგერი: ყვითელაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ათეულს იმსახურებდა

ჰელსინკიში ფიგურულ ციგურაობაში 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი იღებდა მონაწილეობას.

ყვითელაშვილმა ჩემპიონატზე მეცამეტე ადგილი დაიკავა და საქართველოს 2018 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია მოუპოვა.

მსოფლიო ჩემპიონატს, ქართველი მოციგურავის გამოსვლასა და მსაჯების გადაწყვეტილებებს რუსი ბლოგერი და ჟურნალისტი ალეკსეი ფილიპენკო აფასებს.

ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მორის ყვითელაშვილის მიმართ მსაჯების მიერ დაშვებული შეცდომები ყველაზე ცხადად ჩანს.

ალეკსეი ფილიპენკო: "ფიგურულ ციგურაობაში მსაჯების შეფასებები ყოველთვის კრიტიკის საგანი ხდება. მიმდინარე წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი მსაჯებმა არაერთი თვალსაჩინო შეცდომა დაუშვეს ქართველი მოციგურავის, მორის ყვითელაშვილის მიმართ. ყვითელაშვილს, რომელმაც 2 პროგრამაში ოთხი ოთხმაგი ტულუპი შეასრულა, იმაზე დაბალი ქულები აქვს, ვიდრე უზბეკ მიშა გეს, რომელსაც ოთხმაგი ტულუპი საერთოდ არ შეუსრულებია.

თუ მინიმალურად შევაფასებთ მორის ყვითელაშვილი თავისი გამოსვლით საუკეთესო ათეულში უნდა მოხვედრილიყო, თუ ქულებს სამართლიანად დავითვლით, ქართველ მოციგურავეს მსოფლიო ჩემპიონატი მერვე ადგილზე უნდა დაესრულებინა. თუმცა ამ შემთხვევაში საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე 2 კვოტა მიეცემოდა და გერმანიისთვის, ჩეხეთისა და საფრანგეთისთვის ადგილი აღარ დარჩებოდა. ამ შემთხვევაში კი ჩვენ არამხოლოდ უძლიერესი მოციგურავეების, არამედ ფედერაციების დაპირისპირებას ვხვდებით.

თუმცა ყველაზე საწყენი ის არის, რომ მორისს სარეიტინგო ქულები აკლდება, რაც მომდევნო სეზონში მის ადგილს განსაზღვრავს.

მორის ყვითელაშვილს კი მინდა ვუსურვო, რომ განაგრძოს თავისი პოტენციალის ჩვენება და მიკერძოებული და უსამართლო მსაჯები სწორედ ასე განაიარაღოს".



სხვადასხვა, ფიგურული ციგურაობა

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ