
ბათუმი ფრენბურთელთა ტურნირს უმასპინძლებს
როგორც საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება ბათუმში, ქვიშის მოედანზე აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ფინალური ეტაპი გაიმართება (EEVZA).ტურნირი სტარტს 2 ოქტომბერს აიღებს და 4 ოქტომბერს დასრულდება. შეჯიბრს ორგანიზატორობას ფრენბურთის ფედერაცია , ბათუმის მერია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გაუწევენ.
მასპინძელთა გარდა გათამაშებაში მონაწილეობას რუსი, უკრაინელი, ბელარუსი, ლატვიელი, ლიტველი და აზერბაიჯანელი მამაკაცი და ქალი სპორტსმენები მიიღებენ.