ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრემა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის პირველი შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. 

ქართველმა ჰოკეისტებმა სამხრეთ აფრიკას დაძაბულ შეხვედრაში 6:5 (1:1, 2:1, 3:3) სძლიეს. გამარჯვებულთა რიგებში დუბლი ვიტალი დუმბაძემ და არტიომ კურბატოვმა შეასრულეს, თითო შედეგიანი დარტყმა კი მახილ შალუნოვისა და გრიგორი ფილიმონოვის ანგარიშზეა. 

მომდევნო მატჩს ქართველი ჰოკეისტები 11 აპრილს, თბილისის დროით 14:00-ზე გამართავენ. ჯგუფურ ეტაპზე პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას 1/2-ფინალურ ეტაპზე გააგრძელებენ, ტურნირის გამარჯვებული კი მომავალ წელს მეორე დივიზიონში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

სხვადასხვა, ჰოკეი‎

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ