ყველა სპორტული სიახლე

ქართველი ჰოკეისტები ლუქსემბურგთან დამარცხდნენ

საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონში მეორე შეხვედრა გამართა. 

სამხრეთ აფრიკის დამარცხების შემდეგ, ქართველი ჰოკეისტები ლუქსემბურგს შეხვდნენ და 4:6 წააგეს. საქართველოს ნაკრებში დუბლი შვეცოვმა გაიფორმა, თითო შედეგიანი დარტყმაა კოზიულინისა და ფილიმონოვის ანგარიშზე. 

მიუხედავად მარცხისა, საქართველოს ნაკრები 1/2-ფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს. 13 აპრილს ქართველები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ხვდებიან და დიდი ანგარიშით გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. 

მეორე დივიზიონის საგზურს ბულგარეთში მიმდინარე ტურნირის გამარჯვებული მოიპოვებს. 

სხვადასხვა, ჰოკეი‎

არქივის კალენდარი

2023 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ