
ქართველი ჰოკეისტების შთამბეჭდავი გამარჯვება და ნახევარფინალის საგზური
საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში არაბეთის გაერთიანებული საამიროების გუნდს 19:0 მოუგო.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში ლუქსემბურგმა სამხრეთ აფრიკას 3:1 მოუგო და პირველ ადგილზე გავიდა, ჯგუფში მეორე პოზიცია კი საქართველოს ერგო.
15 აპრილს ბულგარეთში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება. საქართველოს ნაკრები მასპინძლებს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ფინალში გავა, სადაც მეორე დივიზიონის საგზურისთვის იბრძოლებს.