ყველა სპორტული სიახლე

ჰუმელსი ქართველებთან იოლ გასეირნებას არ ელის

გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ცენტრალური მცველი მათს ჰუმელსი ევრო-2016-ის შესარჩევში საქართველოს ნაკრებთან იოლ გასეირნებას არ ელის.

უეფას ოფიციალური ვებგვერდისთვის ჰუმელსმა კომენტარი სტუმრად ირლანდიის ნაკრებთან მარცხის (0:1) მერე გააკეთა:

„ისეთ გუნდებთან შეხვედრისას როგორიც ირლანდიაა მსგავსი რამ  ხდება. ჩვენ ბურთს უფრო ხშირად ვფლობდით, საგოლე მომენტებიც გვქონდა, ხოლო მეტოქემ კარის აღების ერთადერთი შანსი გამოიყენა. ირლანდიელებმა მომენტისგან მაქსიმუმი „გამოწურეს“.

ახლა ყველაფერი საქართველოსთან ბოლო მატჩში გადაწყდება, რომელიც ჩვენთვის იოლი არ იქნება. უნდა შევეცადოთ, რომ მეტოქეს ჩვენი თამაში თავიდანვე მოვახვიოთ, რათა რაიმე მოულოდნელობა არ მოხდეს“.

ჰუმელსმა ირლანდიასთან გაშვებულ გოლში პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო:

„ მესმის რომ შეცდომა დავუშვი. ამიტომ, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ“.

ფეხბურთი, ვიდეო, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ