ყველა სპორტული სიახლე

ორ წუთში მოგერიებული ორი პენალტი (ვიდეო)

ესპანეთის ლალიგის 32-ე ტურში "ოსასუნას" მეკარემ სალვატორე სირიგუმ მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელებს ორ წუთში ორი პენალტი აუღო.

იტალიელმა მეკარემ მატჩის 89-ე წუთზე იანიკ ფერეირა-კარასკოს მიერ დარტყმული პენალტი მოიგერია, მისმა თანაგუნდელებმა კი ბურთი კუთხურზე მოიგერიეს. მადრიდელებმა კუთხურის ჩაწოდების შემდეგ შეტევა განაგრძეს, ბურთი კი "ოსასუნას" ფეხბურთელს საჯარიმოში ხელზე მოხვდა და 90-ე წუთზე მეორე პენალტი დაინიშნა. მეორე პენალტი ტომასმა შეასრულა, თუმცა სირიგუ მეორედაც მოწოდების სიმაღლეზე იყო და მისი დარტყმულიც მოიგერია.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "ატლეტიკომ" "ოსასუნა" შინ 3:0 დაამარცხა. შეხვედრაში კარასკომ დუბლი გაიფორმა, პამპლონელთაკარში კი ერთი გოლი ლუიშ ფელიპემ გაიტანა.

ფეხბურთი, ევროპა

არქივის კალენდარი

2017 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ