ყველა სპორტული სიახლე

115 წლის შემდეგ პირველად - ბრაიტონი პრემიერლიგაში ითამაშებს (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგაში 2017/18 წლების სეზონიდან დებიუტანტი კლუბი ითამაშებს.

"ბრაიტონმა" ჩემპიონშიპის 43-ე ტურში "უიგანთან" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და პრემიერლიგაში გადასასველელი საგზური გაინაღდა.

კლუბმა ინგლისის რანგით მეორე ლიგაში 92 ქულა მოაგროვა და უმაღლესი ლიგის საგზური 3 ტურით ადრე მოიპოვა, ჩემპიონშიპის მოსაგებად კი მხოლოდ ერთი თამაშის მოგება აკლია.

პრემიერლიგის დებიუტანტი გუნდის გულშემატკივრებმა გამარჯვება და საყვარელი გუნდის დაწინაურება ფეხბურთელებთან ერთად სტადიონზე აღნიშნეს. გულშემატკივრები მოგებული თამაშის შემდეგ მოედანზე შეცვივდნენ და ფეხბურთელებთან ერთად იზეიმეს.

კრის ჰიუტონი ("ბრაიტონის" მთავარი მწვრთნელი): "ძალიან ვამაყობ ჩვენი ფეხბურთელებით. გასული სეზონის შემდეგ მათ შეძლეს კონცენტრირება და მომდევნო სეზონიდან ჩვენ პრემიერლიგაში ვითამაშებთ".

აღსანიშნავია, რომ "ბრაიტონი" იქნება 48-ე გუნდი, რომელიც ინგლისის პრემიერლიგაში ითამაშებს.








ფეხბურთი, ევროპა

არქივის კალენდარი

2017 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ