ყველა სპორტული სიახლე

თემურ ქეცბაია შოტლანდიური კლუბის მწვრთნელობის კანდიდატია

თემურ ქეცბაიას ყოფილი გუნდი "გმირს" ეძებს.

"დანდის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პოლ ჰარლიმ თანამდებობა სეზონის დასრულებამდე დატოვა. მიზეზი კლუბის არადამაჯერებელი ასპარეზობა გახდა. "დანდი" 12 გუნდიან ჩემპიონატში მეთერთმეტე ადგილზე გავიდა, ჩემპიონატის მეორე ეტაპზე კი კლუბი იმ ექვსეულში მოხვდა,რომელიც შოტლანდიის პრემიერშიპში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს.

შოტლანდიური გამოცემა Record Sport Online კი კლუბისთვის იდეალურ ვარიანტებს არჩევს.

რამდენიმე წარმატებულ შოტლანდიელ მწვრთნელთან ერთად გამოცემა თემურ ქეცბაიას ვარიანტსაც განიხილავს. ქართველი მწვრთნელის "დანდიში" დაბრუნდების შანსებს კი Sport Online-ი 25/1-ზე აფასებს.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია "დანდიში" 2001-2002 წლებში თამაშობდა. ქართველმა ნახევარმცველმა შოტლანდიური კლუბის მაისურით 22 შეხვედრაში გოლის გატანა ექვსჯერ მოახერხა.

ფეხბურთი, ევროპა

არქივის კალენდარი

2017 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ