ყველა სპორტული სიახლე

მაკარიძემ პორტუგალიაში იმარჯვა

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 29-ე ტურში გიორი მაკარიძის "მორეირენსე" "ნასიონალს" დაუპირისპირდა.

ქართველი მეკარის გუნდმა სტუმრად მინიმალური ანგარიშით 1:0 იმარჯვა. მაკარიძემ შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, შეუცვლელად ითამაშა და მატჩის ბოლო წუთებზე დროის გაყვანისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.

29-ე ტურის შემდეგ გიორგი მაკარიძის "მორეირენსე" 24 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა.

მათე ვაწაძის "ვიბორგმა" კი დანიის ჩემპიონატში დავით სხირტლაძის "სილკებორგს" უმასპინძლა. 

ქართველი ლეგიონერების გუნდების შეხვერდა უგოლო ფრით 0:0 დასრულდა. სხირტლაძემ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 82 წუთი ითამაშა, ხოლო ვაწაძე სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა და შეხვედრაში არ ჩართულა.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2017 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ