ყველა სპორტული სიახლე

ტრაგედია სტადიონზე მსხვერპლით დასრულდა (ვიდეო)

არგენტინის პრიმერა დივიზიონში ბელგანოსა და ტალერესს შორის შეხვედრისას ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.

ბელგანოს გულშემატკივრებმა ტრიბუნიდან 22 წლის მამაკაცი გამოაგდეს, რომელმაც თავის სერიოზული დაზიანება მიიღო, ორი დღის შემდეგ კი გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი გულშემატკივარი ყვიროდა, რომ გარდაცვლილი ემანუელ ბალბო ტელერსის გადაცმული გულშემატკივარი იყო.

ბალბოს რამდენიმე ადამიანი მივარდა და ტრიბუნიდან ხუთი მეტრის სიმაღლიდან გადააგდო. ექიმებმა მისი გადარჩენა სცადეს, თუმცა ბალბო ორ დღეში გარდაიცვალა. არგენტინის პოლიციამ შემთხვევაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავა.

ფეხბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2017 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ