ყველა სპორტული სიახლე

კახა ცხადაძე: "1/4-ფინალში დამსახურებულად გავედით" (ვიდეო)

კახა ცხადაძის "ქაირათმა" ყაზახეთის თასის 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა. 

მერვედფინალურ შეხვედრაში ქართველი სპეციალისტის გუნდმა საკუთარ მოედანზე "თარაზს" 2 უპასუხო გოლი გაუტანა. 

"ვულოცავს ჩემს გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლას. სათასო მატჩები ჩემპიონატის თამაშებისგან განსხვავებულია. განსაკუთრებით, როდესაც გამარჯვებულის ბედს ერთი მატჩი წყვეტს, რა დროსაც მეტი კონცენტრაცია გვჭირდება. პირველი გოლის შემდეგ მეტი თავისუფლება გვქონდა, შემდეგ კი მეტოქე 10 ფეხბურთელით დარჩა, რამაც თამაში გაგვიადვილა. ვფიქრობ, რომ 1/4-ფინალში დამსახურებულად გავედით და ახლა უკვე მომდევნო შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ", - განაცხადა ცხადაძემ მატჩის შემდეგ. 

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2017 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ