ყველა სპორტული სიახლე

ებრალიძემ "პორტუს" მეორე გუნდს გაუტანა (ვიდეო)

პორტუგალიის სეგუნდა ლიგის 37-ე ტურში ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტე" სტუმრად "პორტუს" მეორე გუნდს დაუზავდა - 2:2. 

55-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, "ჟილ ვისენტემ" პენალტის შესრულების უფლება მოიპოვა, თუმცა 11-მეტრიანი მეკარემ მოიგერია, ებრალიძემ კი დამატებაზე ყველას დაასწრო და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

"ჟილ ვისენტემ" უპირატესობა ბოლო წუთებზე გაუშვა ხელიდან და გასვლით შეხვედრაში ქულა მოიპოვა. 

ებრალიძემ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მსაჟის მიერ კომპენსირებულ წუთებამდე ითამაშა.

ქართველი ფეხბურთელის გუნდი 55 ქულით მე-6 ადგილზეა. 

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2017 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ