ყველა სპორტული სიახლე

ჩემპიონთა ლიგის ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობლია. 

მადრიდის "რეალის" და "ატლეტიკოს" შემდეგ, მომდევნო ეტაპის საგზური "მონაკომ" და "იუვენტუსმა" მოიპოვეს. 

ტურინელები დამაჯერებელი საშინაო გამარჯვების (3:0) შემდეგ კატალონიას ესტუმრნენ, სადაც "ბარსელონასთან" უგოლო შეხვედრაში საშინაო კედლებში მოპოვებული უპირატესობის შენარჩნება არ გასჭირვებიათ. 

დღის მეორე მატჩში დორტმუნდის "ბორუსიამ" "მონაკოსთან" მეორე შეხვედრაც დათმო. ლეონარდო ჟარდიმის შეგირდებმა დორტმუნდელებს 3:1 სძლიეს.

თამაშის მე-3 წუთზე "მონაკო" 18 წლის შემტევმა, მბაპემ დააწინაურა, მე-17 წუთზე კი მასპინძელთა უპირატესობა ფალკაომ ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმის დასაწყისში "ბორუსიამ" როისის შედეგიანი დარტყმით სხვაობა შემაცირა, თუმცა მეტის გაკეთება გერმანელებმა ვეღარ შეძლეს. 81-ე წუთზე ვალერ ჟერმენმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.



ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის წილიყწრა ნიონში 21 აპრილს, თბილისის დროით 14:00-ზე შედგება. 

  მონაკო 3 - 1 დორტმუნდი    
  ბარსელონა 0 - 0 იუვენტუსი

ფეხბურთი, ევროპა, ევროტურნირები, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2017 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ