ყველა სპორტული სიახლე

ნიკა ცქიტიშვილმა "მანამას" ბაჰრეინის ჩემპიონობა მოაგებინა (ვიდეო)

ნიკოლოზ ცქიტიშვილი ბაჰრეინის ჩემპიონია. მისმა გუნდმა „მანამამ“ ქვეყნის ჩემპიონატის ფინალური სერიის მე-3 მატჩი დაძაბულ ბრძოლაში მოუგო „ალ მუარაქს“ და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

„მანამას“ ჩემპიონობა დიდად განაპირობა ქართელი ფორვარდის თამაშმა. ცქიტიშვილმა საჩმპიონო მატჩში საუკეთსო შედეგი აჩვენა - 23 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა და მანამელთ გამარჯვებაში უდიდესი წილი დაიდო. ბოლო პერიოდის წინ ქართველი ფორვარდის გუნდი 9 ქულით ჩამორჩბოდა, თუმცა გადამწყვეტი მეოთხედი 29:18 მოიგო და საბოლოოდ 2 ქულით - 81:79 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ცქიტიშვილი ასევე არის ლიბანისა და ირანის ჩემპიონი. 2002 წელს ნბა-ს დრაფტზე მე-5 ნომრად აყვანილი და ამერიკის პროფესიულ ლიგაში 6 წლის მანძილზე ნათამაშები ცქიტიშვილი ბოლო წლებია აზიის ქვეყნებში წარმატებით ასპარეზობს. ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა ნიკას ნათამაშები აქვს იაპონიასა და არაბთ გაერთიანებულ საამიროებში. 



gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2017 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ