ყველა სპორტული სიახლე

"ორდაბასი" 1/4-ფინალში გოგუას გოლით გავიდა (ვიდეო)

ყაზახეთის თასის 1/8-ფინალური ეტაპი ქართველი ფეხბურთელების გუნდებისთვის წარმატებული გამოდგა. 

დვალიშვილის და ლობჟანიძის "ატირაუ" "კირანს" ესტუმრა და მინიმალური სხვაობით, 2:1 მოიგო. ლობჟანიძემ სასტარტო შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა და 53-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, დვალიშვილი კი სამატჩო განაცხადში არ ყოფილა. 

1/4-ფინალში გავიდა ლაშა დვალის პავლოდარის "ირტიში", რომელმაც დამატებით დროში "კაისარს" 3:2 სძლია. დვალი სათადარიგოთა შორის იყო და შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. 

მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა "ორდაბასიმაც", რომელიც "ყიზილ-ჟარს" სტუმრობდა და მინიმალური ანგარიშით სძლია მეტოქეს. 59-ე წუთზე ერთადერთი გოლის ავტორი გოგია გოგუა გახდა. ქათველმა ნახევარმცველმა, რომელმაც მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 70 წუთი ითამაშა, 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა. გოგუას მსგავსად პირველ წუთიდან იყო მეოდანზე ოთარ მარცვალაძე, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. 

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის თასის 1/4-ფინალური ეტაპის საგზური კახა ცხადაძის "ქაირათმაც" მოიპოვა

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2017 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ