ყველა სპორტული სიახლე

ქართული გოლი ლიტვაში (ვიდეო)

ლიტვის A ლიგის მეშვიდე ტურში ქართული დერბი გაიმართა.

ლევან მაჭარაშვილის "სტუმბრასმა" დავით მაკარაძის "ლიეტავას" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლია. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 35 წუთზე მაჭარაშვილმა გაიტანა, რომელმაც შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 79-ე წუთზე შეცვალეს. ძირითადში იყო "ლიეტავას" შემადგენლობაში ასევე მაკარაძეც, რომელმაც 81 წუთი ითამაშა.

შვიდი ტურის შემდეგ ლიტვის A ლიგაში მაკარაძის გუნდი ექვსი ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო მაჭარაშვილის "სუმბრასი" ხუთი ქულით მეშვიდეა.

მაკედონიის 27-ე ტურში მინიმალური ანგარიშით იმარჯვა ჯაბა ჯიღაურის "ვარდარმა", რომელმაც სტუმრად "სილეკსს" სძლია. ქართველი ნახევარმცველი შეხვედრაში 66-ე წუთიდან ჩაერთო.

27 ტურის შემდეგ ჯიღაურის "ვარდარი" 65 ქულით სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2017 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ