ყველა სპორტული სიახლე

ბონუჩი vs კიელინი - ბრძოლა მესის მაისურისთვის (ვიდეო)

"ბარსელონასა" და "იუვენტუსს" შორის შეხვედრაში ESPN-ის კამერებმა მხიარული მომენტი დააფიქსირეს.

ტურინის "იუვენტუსის" მცველები ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი მეგობრულად შეკამათდნენ. იტალიელებს მაისურის გაცვლა "ბარსელონას" არგენტინელი სუპერვარსკვლავისთვის ლიონელ მესისთვის სურდათ. საბოლოოდ კი მეგობრული დუელი ბონუჩიმ მოიგო, რომელმაც მესის მაისურის გაცვლა მატჩის დასრულებამდე შეუთანხმა. ჯორჯო კიელინიმ კი მატჩის ბოლოს მაისური კატალონიელთა ურუგვაელ ფორვარდს, ლუის სუარესს გაუცვალა.

ლეონარდო ბონუჩი: "მესის მაისურის მიღება? სასიამოვნოა, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისგან მაისურს იღებ, ჩემი შვილი ძალიან ბედნიერი იქნება".

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ორი მეოთხედფინალური შეხვედრის ჯამში ტურინის "იუვენტუსმა" კატალონიის "ბარსელონას" სძლია. ტურინელებმა პირველი შეხვედრა შინ 3:0 მოიგეს, კამპ ნოუზე კი მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.



ფეხბურთი, ევროპა, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2017 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ