ყველა სპორტული სიახლე

ვიტალი დარასელიას თასი - პირველი დღე (ვიდეო)

ვიტალი დარასელიას თასის გათამაშება დინამო თბილისისა და ბელგიური გენკის მატჩით გაიხსნა.

საკმაოდ უშეღავათო და საინტერესო ბრძოლა სტუმართა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. მთელი შეხვედრის მანძილზე ბელგიელები ოდნავ მეტ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მასპინლებიც სახიფათოდ უტევდნენ და აღსანიშნავია, რამდენიმე ეპიზოდი, როდესაც დინამოელებს მართებდათ გოლის გატანა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში შემტევებს სიზუსტე აკლდათ. გოლები თბილისელთა კარში დე გრუვემ და სამოსემ შეხვედრის მეორე ტაიმში გაიტანეს და გენტს სამი ქულაც მოუტანეს. ხვალ დინამოელები აზერბაიჯანულ გაბალას 16.00 საათზე დაუპირისპირდებიან.

დინამო 0:2 გენტი

გოლი: 0:1 დე გრუვე 57’  0:2 სამოსე 68’

დინამო: მამარდაშვილი, ჭავჭანიძე, ხარშილაძე, ჯანგიძე, ხარაბაძე, დარცმელია (ბაბუნაძე 55), კვარაცხელია (წაქაძე 65), მექვაბიშვილი, იაკობიძე (ჯანგველაძე 36), დავითაშვილი (მოისწრაფიშვილი 65), აზაროვი (ჩარკვიანი 36)

გენტი: იდე, ბანჩე (ლოკი 36), ბერბენი, დე გრუვე, დენსი (დეშეპერი 70), მასისა, ვანდეკანდელარი, ბორგრაფი (სამოსე 61), ნოივნჩანოვი, ვან დალე (ვეეკმანი 70), ბატენი (დიდუ პიერი 51)

 

 

ტურნირის მეორე შეხვედრაში ერთმანეთის წინაშე მილანის ინტერი და აზერბაიჯანული გაბალა წარდგნენ. მილანის ინტერი თასის წლევანდელ გათამაშებაზე რა თქმა უნდა ფავორიტად ითვლება, თუმცა ახალგაზრდა იტალიელებს საკმაოდ გაუჭირდათ გაბალას წინააღმდეგობის დაძლევა და საბოლოოდ ოპონენტი მინიმალური ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. პირველი ტაიმი იტალიელებმა ბრიგატის და ვერგანის გოლებით 2:0 მოიგეს. მეორე ნახევარში კი გაბალამ ერთი გოლი მაჰარამოვის ზუსტი დარტყმით გაქვითა. ხვალ მილანის ინტერს მეტოქეობას ბელგიური გენტი გაუწევს. შეხვედრა 18.00 საათზე დაიწყება.

ინტერი 2:1 გაბალა

გოლი: 1:0 ბრიგატი 5’  2:0 ვერგანი (პენ) 29’  2:1 მაჰარამოვი 53’

გაფრთხილება: პოიანი, ორუჯლუ, ნადიროვი

ინტერი: პოცერი, ვაგი, ნტუბე (კაიგანიჩი 51), კოლომბინი (გედეგბე 41), დიუსე (პოიანი 51), მიტრეა, ბრიგატი, მარიანი (კრასნიქი 41), ბურგო (როსი 51), ვერგანი (ტორდინი 60), ფერო (კარტა 60)

გაბალა: ზულფუგარლი (ნაჯიზადა 55), ინგილაბლი, ალასგაროვი (აბასოვი 55), გურბანოვი, ტაგიევი (ორუჯლუ 50), ისაზადა, ნურუიევი (აბდულაიევი 50), მურსალოვი, ნადიროვი (მურადოვი 50), ალიევი (სულთანოვი 55), მაჰარამოვი (ჯამალოვი 53)

 

 

დღის მესამე პაექრობაში შარშანდელი ტურნირის გამარჯვებულიც ჩაერთო. აზ ალკმაარი დინამო კიევს დაუპირისპირდა და 0:2 დათმო შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ უკრაინელებმა საკმაოდ გამართული და აქტიური ფეხბურთი შესთავაზეს ჰოლანდიელებს და საბოლოოდ დამსახურებულათაც იმარჯვეს. გოლები ალკმაარის კარში ვოლოშინმა და მიხაილენკომ გაიტანეს. ხვალ აზ ალკმაარი ტრაბზონსფორს 12.00 საათზე დაუპირისპირდება.

აზ ალკმაარი 0:2 დინამო კიევი

გოლი: 0:1 ვოლოშინი 12’  0:2 მიხაილენკო 69’

გაფრთხილება: ბრამი

აზ ალკმაარი: ბაკერი, ბიბეროღლუ (ელიასარი 36), დეკერსი, ფრანკენი, გემელი, გუდმინი, კარგი (იანსენი 61), ბაასი, ლო ნინგ-ჰინგი, ტააბუნი, ვან დერ ჰეიდენი (აფოლტერი 61’ ელ გებლი 68’)

დინამო კიევი: მორგუნი, ბილოვარი, დეროგანი, ჰუროვი, ნადოლსკი (ბოდნია 65), ხონდაკი, პინჩუკი, შულიანსკი, ვოლოშინი (მიხაილენკო 53), იაროში, ზავჰოროდნი (დუხოტა 67)

 

 

პირველი დღის ბოლო შეხვედრაში ტრაბზონსფორი და დინამო ზაგრები შეხვდნენ ერთმანეთს. დაძაბული და ხისტი მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. დინამო ზაგრები მეორე შეხვედრას კიევის დინამოსთან 14.00 საათზე ჩაატარებს.

დინამო ზაგრები 0:0 ტრაბზონსფორი

გაფრთხილება: რადონია

დინამო ზაგრები: იოსიპოვიჩი, რადონია, იანჩიჩი (ლაუში 55), ჰასიჩი, სტრანპუტი, ბიკანიჩი, იურიშჩი, მიხალიევიჩი (ბეჰრამი 50), კრიზმანიჩი, იელენიჩი, კაპიტანოვიჩი (მაგდიჩი 61)

ტრაბზონსფორი: აქბულუტი, ულუ, ბაში (ასანი 30), ბილგინი, იუჯე, გიური (კოჩი 55’ ილდირგანი 65’), ტაიფური, დელიმეჰმეტი, აჩილი, კული, გენჩი



fcdinamo.ge

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2017 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ