ყველა სპორტული სიახლე

შენგელიას "ბასკონიამ" მოსკოვში ცსკა-სთნ ბოლო წამზე წააგო

თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ბოლომდე ღირსეულად იბრძოლა მოსკოვში, ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ ცსკა-სთან, მაგრამ ბოლო წამზე მიღებული ბურთის გამო 82:84 წააგო. შესაბამისად, ესპანურმა კლუბმა ვერც მეორე მატჩში მოახერხა გამარჯვება და რუსეთიდან მოედნის უპირატესობის წამოღება.

ცსკა მეოთხედფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა და ახლა ოთხთა ფინალამდე 1 ნაბიჯი აშორებს. შენგელიას გუნდს კი მიჯრით 3 მატჩი აქვს მოსაგები, რომ არმიული გრანდი ოთხთა ფინალში არ შეუშვას, რაც ურთულესი გასაკეთებელი კი იქნება, მაგრამ არარეალური - ნამდვილად არაა.

რაც შეეხება საქართელოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, თორნიკე შენგელიამ სასტარტო ხუთულში ითამაშა და 3 ქულას, 1 მოხსნას და 1 ჩაჭრას დასჯერდა. თორნიკემ 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. შენგელიას თანაგუნდელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო როდრიგ ბობუა, ხოლო არმიელთაგან 18 ქულით კაილ ჰაინსი გამოირჩა.

“ბასკონიასა” და ცსკა-ს შორის მორიგი დაპირისპირება უკვე ესპანეთში, 25 აპრილს შედგება.

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2017 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ