ყველა სპორტული სიახლე

დორტმუნდში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ინციდენტის უცნაური მიზეზი

გერმანელმა სამართალდამცველებმა დორტმუნდის აფეთქებაში ეჭვმიტანილი ერთი პირი დააკავეს.

გერმანიის ოფიციალური პირების თქმით, 28 წლის სერგეი ვ. რუსეთისა და გერმანიის მოქალაქეა. მათივე თქმით, თავდასხმაში ეჭვმიტანილმა კლუბის 15 ათასი ოფცია 78 ათას ევროდ იყიდა იმის იმედად, რომ თავდასხმის შემდეგ მატ 4 მილიონად გაყიდდა. გერმანიის ოფიციალური პირების აზრით კი ეჭვმიტანილს ორი თანამზრახველი ჰყავდა.

გერმანულ პრესაში აღნიშნულია, რომ აფეთქების ადგილას ნაპოვნი წერილი, კვალის ასარევად იყო გაგზავნილი, რათა სამართალდამცავებს ეჭვი "ისლამურ სახელმწიფოზე" აეღოთ.

შეგახსენებთ, რომ დორტმუნდის ავტობუსთან ორი აფეთქება 11 აპრილს ჩემპიონთა ლიგის მეოტხედფინალური შეხვედრის წინ მოხდა. აფეთქების შედეგად კი ბორტმუნდის ფეხბურთელი მარკ ბარტრა დაშავდა, თუმცა ესპანელის სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნია.

ფეხბურთი, ევროპა

არქივის კალენდარი

2017 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ