ყველა სპორტული სიახლე

ევროპა ლიგაზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

20 აპრილს, ევროპა ლიგის გათამაშების ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. 

თასისთვის ბრძოლას "მანჩესტერ იუანიტედი" გააგრძელებს, რომელმაც "ანდერლეხტს" დამატებით დროში სძლია - 2:1. დამატებით დროში გამოვლინდა გამარჯვებული "შალკესა" და "აიაქსის" წყვილში. გელზენკირხენელებმა 3:2 იმარჯვეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. 

11-მეტრიანების სერიაში შეძლო მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვება "ლიონმა", რომელიც "ბეშიქთაშს" სტუმრობდა, ძირითად დროში 1:2 წააგო, თუმცა 11-მეტრიანები ფრანგული კლუბის ფეხბურთელებმა უკეთ შეასრულეს. 

ერთადერთი შეხვედრა, რომელიც 90 წუთში დასრულდა, "გენკსა" და "სელტას" შორის გამართული დაპირისპირება იყო, რომელიც 1:1 დასრულდა, რამაც 1/2-ფინალში გასვლის საშუალება ესპანურ კლუბს მისცა. 

  მანჩესტერი E 2 - 1 ანდერლეხტი    
  გენკი 1 - 1 სელტა    
  შალკე E 3 - 2 აიაქსი    
  ბეშიქთაში 2 - 1 P ლიონი

ფეხბურთი, ევროპა, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2017 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ