ყველა სპორტული სიახლე

ტრაგედია ინგლისში - 44 წლის მწვრთნელი გულის შეტევით გარდაიცვალა

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი, უგო ეჰიოგუ 44 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა.

"ტოტენჰემის" 23 წლამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პარასკევს ვარჯიშისას მოედანზე გულის შეტევა მიიღო. ეჰიოგუ მომენტალურად საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამდღიანი მკურნალობის მიუხედავად, 44 წლის სპეციალისტი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ეჰიოგუ დღეს, 21 აპრილს დილით გარდაიცვალა, ოფიციალური განცხადება კი "ტოტენჰემმა"  გაავრცელა.

ტოტენჰემი: "ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს დილით უგო ეჰიოგუ. კარდიოლოგიური შეტევის შემდეგ იგი მომენტალურად საავადმყოფოში გადაიყვანეს და მკურნალობა დაიწყეს, თუმცა სამწუხაროდ დღეს დილით მან დაგტვტოვა".

ვეტერანი ფეხბურთელის გარდაცვალებას ტვიტერში ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ასტონ ვილას ოფიციალური გვერდები გამოეხმაურნენ და ღრმა მწუხარება გამოთქვეს.

ფეხბურთი, ევროპა

არქივის კალენდარი

2017 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ