ყველა სპორტული სიახლე

ზებედა რეხვიაშვილმა რუს ძიუდოისტს სძლია და ნახევარფინალშია

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე მიმდინარეობს.

ტურნირის მეორე დღეს ორ წონით კატეგორიაში ორმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა.

-73კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა ავსტრიელ ლუკას რაიტერთან შეხვედრა მესამე წრეში ვაზარით დათმო და ტურნირს გამოეთიშა.

-81კგ წონით კატეგორიაში კი ზებედა რეხვიაშვილმა მეოთხედფინალში რუსი ასლან ლაპინაგოვი იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში იჭიდავებს, სადაც გერმანელ დომინიკ რესელს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2017 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ