ყველა სპორტული სიახლე

ეჟენი ბუშარი: "მატყუარა შარაპოვამ ჩოგბურთი აღარ უნდა ითამაშოს"

23 წლის კანადელმა ჩოგბურთელმა ეჟენი ბუშარმა მარია შარაპოვას კორტზე დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა.

კანადელი ჩოგბურთელის თქმით, WTA-მ შარაპოვასთვის თამაშის უფლების მიცემით შეცდომა დაუშვა და ახალგაზრდა თაობას ცუდი მაგალითი მისცა.

ეჟენი ბუშარი: "შარაპოვა მატყუარაა და ვფიქრობ, მარტყუარები სპორტის არცერთ სახეობაში არ უნდა თამაშობდნენ. მიმაჩნია, რომ WTA-მ ახალგაზრდა მოთამშეებს არასწორი მესიჯი მიაწოდა. შარაპოვას დაბრუნებით, ისინი მათ ეუბნებიან, მოიტყუე და ჩვენ ხელგაშლილი მიგიღებთ. ძალიან დიდი უსამართლობაა, იმ მოთამაშეების მიმართაც, რომლებიც სამართლიანად და წესების სრული დაცვით თამაშობენ".

შეგახსენებთ, რომ აკრძალული პრეპარატის გამოყენების გამო, ჩოგბურთის ქალთა ასოციაციამ 2016 წლის მარტში რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა კორტს ორი წლით ჩამოაშორა. გასაჩივრების შემდეგ შარაპოვას სასჯელი შეუმცირდა და რუსი ჩოგბურთელი შტუდგარტის ღია ჩემპიონატზე კორტს გამარჯვებით დაუბრუნდა. პირველ წრეში მან იტალიელ რობერტა ვინჩის 7:5; 6:3 სძლია.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ