ყველა სპორტული სიახლე

დვალმა ფეხი მოიტეხა

ჯაბა დვალი „საბურთალოს“ თვეზე მეტ ხანს ვერ დაეხმარება.

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, დვალმა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის განვლილ ტურში ქობულეთის „შუქურასთან“ სტუმრად წაგებულ (0:1) მატჩში ფეხი მოიტეხა.

შეხვედრის 39-ე წუთზე მან მოედანი იძულებით დატოვა, ხოლო რენტგენის გადაღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მარჯვენა ფეხის ძვალი გაუტყდა.

ფეხბურთელი ოპერაციას 14 ოქტომბერს გაიკეთებს, ხოლო რეაბილიტაციას მინიმუმ ერთი თვე დასჭირდება.

ფეხბურთი, ვიდეო, ინტერვიუ, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ