ყველა სპორტული სიახლე

გიორგი ჩხეიძემ სალიცენზიო ქულები მოიპოვა

ჰიუსტონში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ორი წარმომადგენელი ჰყავდა. გიორგი ჩხეიძემ საბოლოოდ, C ჯგუფში 375 კილოგრამით (168+207) მეორე ადგილი დაიკავა და როგორც მინიმუმ, ნაკრებს 2 სალიცენზიო ქულა მოუტანა.

ჩვენი მეორე სპორტსმენი, გია მაჭავარიანი ტურნირს 355 (165+190) კილოგრამით ამთავრებს. ის ჯერ მეცხრეა.

კახი კახიაშვილი (საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი): "ძალიან გაგვახარა ჩხეიძემ. ამ ბიჭს კარგი მომავალი აქვს. ჯერ მხოლოდ 18 წლის არის და ბევრად გამოცდილ სპორტსმენებს აჯობა. ხვალ გადაწყდება ამ წონაში ქულების ბედი. ჩვენი ბოლო 3 სპორტსმენი გამოვა 28-ში და სავარაუდოდ, გვექნება მედლებიც".

მსოფლიოს ჩემპიონატზე დაასრულ გამოსვლა რაულ ცირეკიძემ. 94 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრმა 356 (160+196) კილოგრამი დააგროვა და საბოლოოდ, მე-20 შედეგი აჩვენა, რაც ასევე ქულების (6) მომტანი იქნება.

ფეხბურთი, ვიდეო სიახლეები

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ