ყველა სპორტული სიახლე

გურამ კაშია ჰოლანდიის თასის გამარჯვებულია

ჰოლანდიის თასის ფინალში გურამ კაშიას "ვიტესი" "ალკმაარს" დაუპირისპირდა.

დაძაბული შეხვედრა ქართველი მცველის გუნდის გამარვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

"ვიტესის" ქართველმა კაპიტანმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.

მე-80 და 88-ე წუთებზე "ალკმაარის" კარში რიკი ვან ვოლფსვინკელმა დუბლი გაიფორმა და არნემის "ვიტესს" ისტორიაში პირველი ჰოლანდიის თასი მოაპოვებინა.

აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიის თასზე გამარჯვებით კაშიას "ვიტესმა" უეფას ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2019 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ