
გურამ კაშია: ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ "ვიტესთან" ერთად ჰოლანდიის თასი მოიგო.
მოგებული ფინალის შემდეგ გურამ კაშიამ MySports.Ge-სთან ისაუბრა და ქართველ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
გურამ კაშია: "ყველა ქართველ გულშემატკივარს, ვისაც "ვიტესის" ჯეროდა მინდა მადლობა გადავუხადო. ემოციებისგან დაცლილი ვარ. ძალიან რთული თამაში გვქონდა და რაც მთავარია, მოვიგეთ. 125 წელია ეს გუნდი არსებობს და არასდროს არაფერი მოუგია, ჩვენ კი შევძელით წელს ტიტულის მოგება. ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა, ხვალ ალბათ უკეთ გავაანალიზებ ამ ყველაფერს. ძალიან დიდი რამ მოხდა კლუბის ისტორიაში და ამაყი ვარ, რომ ამ ყველაფრის ერთ-ერთი ნაწილი ვარ. ძალიან მეამაყება ქართველი ხალხის და ჩემი თავის".
ქართველი მცველია გუნდმა ჰოლანდიის თასის ფინალში "ალკმაარს" ანგარიშით 2:0 სძლია, კლუბის ქართველმა კაპიტანმა კი თასი აღმართა.
აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიის თასზე გამარჯვებით კაშიას "ვიტესმა" უეფას ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა.
კაშიამ როტერდამში ჰოლანდიის თასი აღმართა
გურამ კაშია ჰოლანდიის თასის გამარჯვებულია