ყველა სპორტული სიახლე

ბასილაშვილი ხაჩანოვთან დამარცხდა

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი სტამბოლის ტურნირის ძირითადი ბადის პირველ შეხვედრაში რუს კარენ კაჩანოვს დაუპირისპირდა.

დაძაბული შეხვედრა თითქმის ორი საათი გაგრძელდა. საბოლოოდ კი გამარჯვებული სამ სეტში გამოირკვა.

პირველი სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა 3:6 დათმო, მეორე სეტში კი თაიბრეიქში 7:6(7:2) იმარჯვა. გადამწყვეტ მესამე სეტში კი რუსმა ჩოგბურთელმა ბასილაშვილს 6:1 სძლია.

აღსანიშნავია, რომ ATP-ის მსოფლიო რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი 61-ე ადგილს იკავებს, ხოლო ხაჩანოვი 42-ე ჩოგანია.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ