ყველა სპორტული სიახლე

ყველაფერს ბოლო ტური გაარკვევს

ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურმა ორი მთვარი შეკითვა უპასუხოდ დატოვა: ვინ დასრულებს რეგულარულ სეზონს პირველ ადგილზე და ვინ მოიპოვებს ფინალური ოთხეულის ბოლო საგზურს? ხვალ ბოლო ტურია, 18-19 მაისს კი - ფინალური ოთხეულის ტურნირი. 

დღეს თელავის იმედმა 34-29 მოუგო წყალტუბოს პრომეთეს; ქუთაისმა დაამარცხა გორი, 42-33; სტუ-ქარიშხალამ აჯობა სამტრედიას 35-27, ხოლო ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა დაამარცხა პეგასი, 40-27.

ხვალინდელი მატჩების წინ სიტუაცია ასეთია. გორი ეთამაშება წყალტუბოს და თუ მოიგო, შეუძლია გაასწროს სამტრედიას და ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე დაასრულოს.

შემდეგ მოდის თელავის იმედისა და ქუთაისის უპრინციპულესი თამაში. იმედი ამჟამად მეოთხე ადგილზეა 21 ქულით. 21 აქვს პეგასსაც და იმედს კონკურენტთან უკეთესი პირადი ბალანსი აქვს (2-1), მაგრამ პეგასი ეთამაშება სამტრედიას და ფავორიტი იქნება, შესაბამისად, იმედს მოსაგები აქვს ქუთაისისთვის, თუ ნახევარფინალში გასვლა უნდა. თავის მხრივ, ქუთაისს სჭირდება მინიმუმ 1 ქულა, რათა პირველი ადგილი გაინაღდოს. ეს პრინციპულია, რადგანაც პირველ სამ ადგილზე მყოფი გუნდები ნახევარფინალში ერთმანეთთან თამაშს უფრთხიან.

წაგების შემთხვევაში ქუთაისს შეიძლება დაეწიოს ბათუმი, თუ სტუ-ქარიშხალას მოუგებს. ორივე გუნდს 35-35 ქულა გაუხდება და ბათუმს უკეთესი ბალანსი აქვს (34-30, 28-30, 34-34). ქარიშხალას პირველ ადგილზე გასვლა აღარ შეუძლია, რადგანაც ქუთაისთან სამ მატჩში მხოლოდ ერთი აქვს მოგებული, მაგრამ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან დაპირისპირებაში არაფერს რომ არ დათმობს, ცხადია.

თამაშები სპორტკმპლექს არენას მეორე დარბაზში 12 საათიდან იწყება. ყველა თამაშის პირდაპირი სტრიმი გადაიცემა ხელბურთის ფედერაციის იუთუბის არხით: https://www.youtube.com/user/handballgoergia და ფეისბუკით: https://www.facebook.com/GEONHF. აქვე იქნება ჩანაწერებიც.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა

20 ტური, არენა 2, 8 მაისი

იმედი თელავი - წყალტუბო 34-29

იმ: ხარაიშვილი, ცინცაძე, ლორია - ყორიაული 11, გიორგაძე 6, ცხვარაშვილი 6, იობაშვილი 3, ბაინაზიშვილი 3, ცისკარიშვილი 3, მიქავა 1, კორსანტია 1, აბჟანდაძე,  აბაშიძე, ერისთავი

წყ: სილაგაძე, ხაჭაპურიძე - ხელაძე 12, გიორგაძე 8, მეტონიძე 3, დარსაველიძე 3, ჩაკვეტაძე 1, ბენიძე 1, გ. შვანგირაძე 1, გველესიანი, გოგიძე

ქუთაისი - გორი 42-33

ქუთ: ტორონჯაძე, ცერცვაძე - რუსტამოვი 11, გამზარდია 8, სიმონია 6, მათნაძე 6, ახალაძე 4, ჭელიძე 2, უ. კობახიძე 2, ჩიხლაძე 2, მერკვილაძე 1, ჯუღელი,  ლომიძე

გორ: ვათიაშვილი, თითირაშვილი - ტიელიძე 11, ტარუაშვილი 6, დალაქიშვილი 5, ზუბიაშვილი 4, მურადაშვილი 2, ახალბედაშვილი 2, ტ. მჭედლიშვილი 2, ნიაზაშვილი 1, ტურაშვილი, ტერუნაშვილი

სტუ-ქარიშხალა - სამტრედია 35-27

სტუ: ხიდეშელი, ხანდოლიშვილი - მამულაშვილი 9, არსენაშვილი 8, სტურუა 7, გ. ფერაძე 4, თიგიშვილი 4, ოსიყმაშვილი 1, ასაბაშვილი 1, კარტოზია 1

სამ: შველიძე, ხონელიძე - ნიკურაძე 8, ძნელაძე 6, თევზაძე 6, ხაჟომია 5, ზურაბიანი 2, ცხვარაძე, დემეტრაშვილი  

BSB ბათუმი - პეგასი  40-27

ბათ: სამყურაშვილი, ანდრიაძე - გოგოლაძე 10, გრიშიკაშვილი 7, აბრამიშვილი 6, სურმავა 5, გოგალაძე 5, ქარდავა 3, გ. კობახიძე 3, ბერძენიშვილი 1, ყაველაშვილი

პეგ: ი. დიხამინჯია, ცირეკიძე - ი. დიხამინჯია 5, კაჭკაჭაშვილი 4,  ცხოვრებაძე 4, კალანდაძე 4, ზარნაძე 4, გოგავა 3, ბაძაღუა 3, კახოშვილი, კუხალაშვილი, ქათამაძე, ნ. კევლიშვილი

მსაჯები: რ. პერეპელიცა-ა.ნოვიკოვი (უკრ) , ა. კოვალჩუკი-ი. კოვალჩუკი (მლდ), დელეგატი: ლ. გელაშვილი

-----------------------თ--მ---ფ---წ-------ბ-----ქ

ქუთაისი------------20--17—1—2--757-649-35

BSB ბათუმი---------20--16—1—3--752-583-33

სტუ-ქარიშხალა----20--16—1—3--714-563-33

იმედი თელავი------20--10—1—9--598-554-21

პეგასი----------------20--10—1—9--725-685-21

სამტრედია----------20---4—0--16--662-758--8

გორი-----------------20—3—1--16--710-809--7

წყალტუბო-----------20—1—0--19--586-903—2

ბოლო, 21 ტური. 9 მაისი

12:00 გორი - წყალტუბო

13:45 იმედი თელავი - ქუთაისი

15:30 პეგასი - სამტრედია

17:15  სტუ-ქარიშხალა - BSB ბათუმი

ფინალური ოთხეული: 18-19 მაისი, თბილისი

geohandball.ge

სხვადასხვა, ხელბურთი‎

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ