ყველა სპორტული სიახლე

სპორტის მინისტრმა ევროპის გრან პრიზე გამარჯვებულ ქალ მშვილდოსანთა ნაკრებს უმასპინძლა

საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრები პოლონეთში გამართული "ევროპის დიდი პრიზის" გამარჯვებული გახდა.

პოლონეთის ქალაქ ლეგნიცაში გამართული ტურნირის ფინალში ქართველებმა რუსეთის ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხეს - 6:0.

ფინალურ დაპირისპირებამდე, საქართველოს ნაკრებმა პირველ წრეში ჰოლანდიას მოუგო 5:3, 1/2 ფინალში კი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი იტალია დაამარცხა 6:2

საქართველოს ქალთა ნაკრებმა გრან პრიზე ასეთი შემადგენლობით იასპარეზა - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი პირადში და ევროპის ვერცხლის მედალოსანი გუნდურში - ქრისტინე ესებუა, გუნდურში ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი - ხათუნა ნარიმანიძე და დებიუტანტი ეროვნული გუნდის შემადგენლობაში - ნანა მახარაძე.

აღსანიშნავია, რომ გრან პრიზე მე-4 ადგილი დაიკავა საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა.

პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ, წარმატებული მშვილდოსნები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში მიიღო და წარმატება მიულოცა.

"მსურს მივულოცო ჩვენს მშვილდოსნებს ეს წარმატება. გუნდში ახლა თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს და ახალგაზრდა სპორტსმენები იმკვიდრებენ ადგილს ეროვნულ გუნდში. ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ ახალგზარდა სპორტსმენები უკვე ახერხებენ წარმატების მიღწევას და ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენას.

ქალთა ნაკრებმა ძალზე პრესტიჟულ გრან პრიზე შეძლეს გამარჯვების მოპოვება, მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები გვყავს. სამომავლოდ, ჩვენი მთავარი სამიზნე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე წარმატებაა, უმთვრესი კი რა თქმა უნდა, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებია. დარწმუნებული ვარ, სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით და ფედერაციის სწორი მუშაობით შევძლებთ დასახული მიზნების მიღწევვას" - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვლიი
სპორტის სამინისტროს პრესსამსახური

სხვადასხვა, მშვილდოსნობა‎

არქივის კალენდარი

2019 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ