ყველა სპორტული სიახლე

ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრები მზადებას აგრძელებს

ჩვიდმეტწლამდელ ხელბურთელ გოგონათა ნაკრები დაბრუნდა ისრაელიდან, სადაც ორი ამხანაგური მატჩი გამართა.

გუნდი ემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც აგვისტოში გაიმართება ლიტვაში.

გვესაუბრება ფედერაციის ქალთა ხელბურთის მიმართულების მენეჯერი, ლანა მარგიანი: - ისრაელში შარშან უფროსი ასაკის, 1998 წელში დაბადებულთა გუნდით ვიყავით და ორი წლით უფროს და მათ ოცწლამდელთა ნაკრებს ორი მატჩი მოვუგეთ და ერთი ფრედ დავასრულეთ. ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრები უკვე მეორე თაობაა და დიდი ხანი არაა, რაც შეიკრიბა. ისრაელამდე სულ სამი საერთაშორისო მატჩი გვქონდა გამართული - ორი თბილისში, სომხეთთან და საფრანგეთში, ლუქსემბურგის ნაკრებთან.

ისრაელში პირველი მატჩი ჩასვლის დღესვე გვქონდა და შედეგიც შესაბამისი იყო, 19-31 წავაგეთ. მეორე დღეს გუნდმა ბევრად უკეთ ითამაშა მიუხედევად იმისა, რომ პირველივე ტაიმში დაგვიშავდა ორი წამყვანი მოთამაშე, ჯგერენაია და ჩირგაძე, ხოლო კიდევ ერთი ტრავმირებული, ჯავახიშვილი, ტურნეზე საერთოდ არ ყოფილა. მეორე თამაშით კმაყოფილები დავრჩით - ბევრად ნაკლებით წავაგეთ (22-27) და ბოლომდე ვიბრძოლეთ. 

ევროპის ჩემპიონატამდე, რომელიც კლაიპედაში იმართება 14-20 აგვისტოს, სამი თვეა და, დარწმუნებული ვარ, გუნდი ბევრად მოუმატებს თამაშს. ჯგუფში მეტოქეებად გვყავს პორტუგალია, ბელარუსი, თურქეთი და იტალია, მეორე ჯგუფში კი არიან უკრაინა, ლიტვა, ფინეთი, ლატვია, ბრიტანეთი. ვეცდებით, შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ.

ქალთა ხელბურთს ჩვენში დიდი წყვეტა ჰქონდა. 2006 წლის შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზე პირველად 2015 წელს გავედით. ივნისში უკვე ეროვნული ნაკრებით გვიწევს გამოსვლა ევრო 2018-ის შესარჩევ ტურნირზე კოსოვოში, სადაც მასპინძლებსა და ისრაელს ვეთამაშებით. ამ ტურნირზე ჩვენ წმინდა სპორტულ მიზანს არ ვისახავთ, რადგან ასაკობრივი ნაკრებით ვთამაშობთ - 1998 წელში დაბადებულ გოგონათა გუნდს დაემატება 2000-იანების ნაკრების რამდენიმე მოთამაშე, ამათზე უფროსი ხელბურთელი ქალები უბრალოდ არ გვყავს, რადგანაც, როგორც გითხარით,  2006 წლის შემდეგ ქალთა ხელბურთი ჩვენში არ არსებობდა და იქამდეც ნაკრები მხოლოდ პერიოდულად იკრიბებოდა ხოლმე. ახლა უკვე გვყავს გოგონების ორი თაობა. გვქონია წარმატებებიც - მაგალითდ 2016 წლის ქალთ ტროფიზე, თბილისში.  რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც უფროსები ზრდასრულ ასაკში შევლენ და ახალი თაობებიც შეგვემატება, შეგვეძლება სრულფასოვან ეროვნულ გუნდზე საუბარიც.

17 წ გოგონათა ნაკრები ისრაელში (4-9 მაისი)

5 მაისი. ისრაელი (17) - საქართველო (17) 31-19

საქ: ჩავჩიძე, ჯიქურაშვილი - ჯგერენაია 7, გოგია 5, ე. ჩხაიძე 3, ჩირგაძე 1, დოლიძე 1, გვათუა 1, სურგულაძე 1, გაგნიძე, შახულოვი, ქებაძე, ა. ჩხაიძე

ისრ: გერბი 8, შაული 7, გაბზა 3, ბორავიდა 3, ბენ შალომი 2, სარიდი 2, ტაპლიცკი 2, ანავი 2, რეუვენი 1, შოამი

6 მაისი. ისრაელი (17) - საქართველო (17) 27-22

საქ: ჩავჩიძე, ჯიქურაშვილი - ე. ჩხაიძე 9, ა. ჩხაიძე  5, შახულოვი 3, გოგია 3, დოლიძე 1, გვათუა 1, ჯგერენაია, ჩირგაძე, სურგულაძე, გაგნიძე, ქებაძე

ისრ: შაული 6, გერბი 4, ბორავიდა 3, გაბზა 2, ტაპლიცკი 2, ცივიონი 2, ბეცალელი 2, ლევი 1, რეუვენი 1, სარიდი 1, გონენი 1, შოამი 1, კრაიფი 1

საქართველოს ნაკრები

მეკარეები: მარიამ ჩავჩიძე (წყალტუბო), ხატია ჯიქურაშვილი (პეგასი) - მოთამაშები: ნენო ჯგერენაია, მარიამ გვათუა, ნინო სურგულაძე, ლანა გოგია (ფოთი), ანა ჩხაიძე (ქარიშხალა), ნინო შახულოვი (მამული), ანა დოლიძე (აჭარა), ნინო გაგნიძე,  ელისაბედ ჩხაიძე, ანა ქებაძე (პეგასი), ჯულია ჩირგაძე (წყალტუბო) - მწვრთნელები: გელა ჟვანია, ინა ჭკუასელი, გიორგი გვაზავა, ლანა მარგიანი

--

ევროპის ჩემპიონატი 2017. 17წ, ქალები 

ჩემპიონატი ლიტვაში (კლაიპედა), 14-20 აგვისტო

A ჯგუფი: პორტუგალია, ბელარუსი, თურქეთი, იტალია, საქართველო

B ჯგუფი: უკრაინა, ლიტვა, ფინეთი, ლატვია, ბრიტანეთი

ჩემპიონატი მაკედონიაში (სკოპიე)31ივლისი-8 აგვისტო:

A ჯგუფი: პოლონეთი, მაკედონია, შვეიცარია, საბერძნეთი, ფარერები

B ჯგუფი: სლოვენია, ბულგარეთი, ისლანდია,  ისრაელი, კოსოვო

უძლიერესი 16, 10-20 აგვისტოსლოვაკეთი (მიჰალოვცე): რუსეთი, დანია, ნორვეგია საფრანგეთი, შვედეთი, უნგრეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, რუმინეთი, გერმანია, ხორვატია, სერბეთი, ავსტრია, მონტენეგრო, სლოვაკეთი, ჩეხეთი 

geohandball.ge

სხვადასხვა, ხელბურთი‎

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ