ყველა სპორტული სიახლე

ქართველი ეტლით მოფარიკავის მეორე მედალი მსოფლიო თასზე

ქართველმა პარამოფარიკავემ ნინა თიბბილაშვილმა მსოფლიო თასზე ახალგაზრდებს შორის ორი მედალი მოიპოვა.

ჰოლანდიის ქალაქ სტადსკანალში, 23-წლამდელთა მსოფლიო თასის გათამაშებაში თიბილაშვილმა დაშნით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც მისთვის მიმდინარე ტურნირზე მეორე მედალია. რაპირით ფარიკაობაში ახალგაზრდა ქართველმა პარასპორტსმენმა ფინალში ფრანგ მეტოქეს 15:12 აჯობა და ოქროს მედალი მოიპოვა.

12 მაისიდან ორთაბრძოლები უკვე უფროსი ასაკის პარამოფარიკავეთა შორის გაიმართება, სადაც მედლებისთვის ბრძოლაში ნინა თიბილაშვილთან ერთად ირმა ხეცურიანიც იასპარეზებს.

ფოტო: ირმა ხეცურიანი

სხვადასხვა, ფარიკაობა‎, პარასპორტი

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ