ყველა სპორტული სიახლე

ცხადაძის გუნდის დრამატული გამარჯვება (ვიდეო)

ყაზახეთის პრემიერლიგის მეთორმეტე ტურში კახა ცხადაძის "ქაირათი" სტუმრად "ოქჟეტპეს" დაუპირისპირდა.

ქართველი მწვრთნელის გუნდი 73-ე წუთამდე 2:0 მარცხდებოდა.

29-ე და 68-ე წუთზე სერგეი სტრუკოვმა დუბლი გაიფორმა და მასპინძლები 2:0 დააწინაურა.

თუმცა 74-ე წუთზე ანდრეი არშავინმა ანგარიშის შემცირება შეძლო, უსტად ერთ წუთში კი იზრაელმა 75-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. 79-ე წუთზე აბურჟან ტურისბეკმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და ცხადაძის "ქაირათმა" 3:2 იმარჯვა.

მეთორმეტე ტურის შემდეგ კახა ცხადაძის "ქაირათი" სატურნირო ცხრილში 22 ქულით მესამე ადგილს იკავებს.

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2017 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ