ყველა სპორტული სიახლე

ფედერერი საფრანგეთის ღია პირველობას გამოტოვებს

მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი როჯერ ფედერერი როლან გაროსს გამოტოვებს.

შვეიცარიელის გადაწყვეტილებით, ის სრულად გამოტოვებს გრუნტის საფარის სეზონს და მომზადებას ბალახისა და ჰარდის საფარისთვის განაგრძობს.

როჯერ ფედერერი: "უნდა გავაანალიზო, რომ სწორი დაგეგმა დამეხმარება დიდი ხნით თამაშში. ამასთანავე, ჩემს გუნდთან ერთად გადავწყვიტე, რომ მთელს სეზონში მხოლოდ ერთი ტურნირის გრუნტის საფარზე თამაში, ჩემი მოსამზადაბელი ეტაპისთვის სასურველი არ არის. 

მომენატრება ფრანგი გულშემატკივარი, მაგრამ ვიმედოვნებ, მომავალ წელს როლან გაროსზე მათ კვლავ ვიხილავ".

შეგახსენებთ, რომ ტრავმის მოშუშების შემდეგ მიმდინარე წელს როჯერ ფედერერმა 3 დიდი ტურნირის მოგება შეძლო. იანვარში ფედერერმა პირველი გრან სლემი ავსტრალიაში მოიგო. მარტში კი ინდეიან უელსის ღია პირველობაზე კარიერაში 90-ე ტურნირი მოიგო, ხოლო აპრილში მაიამის ღია პირველობაზე იმარჯვა.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ