ყველა სპორტული სიახლე

ქართველების ესბიერგი სტუმრად დამარცხდა

დანიის სუპერლიგაში ოთარ კაკაბაძის, ლაშა პარუნაშვილის და ბუდუ ზივზივაძის "ესბიერგი" "არჰუსს" ესტუმრა.

დაძაბული შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით 3:1 დასრულდა. კაკაბაძემ და პარუნაშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყეს. ზივზივაძე პარუნაშვილის ნაცვლად მოედანზე 85-ე წუთზე შემოვიდა, კაკაბაძემ კი შეუცვლელად ითამაშა.

ანგარიში მესამე წუთზე "არჰუსმა" გახსნა, თუმცა ქართველების "ესბიერგმა" მადს ჰვილსომ 28-ე წუთზე გაათანაბრა და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მასპინძლებმა კვლავ დაწინაურება 57-ე წუთზე სვერისონი გოლით შეძლეს, საბოლოო ანგარიში კი მორტენ რასმუსენმა მატჩის მიწურულს დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ კაკაბაძის, ზივზივაძისა და პარუნაშვილის "ესბიერგი" სუპერლიგაში დარჩენისთვის იბრძვის.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2017 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ