ყველა სპორტული სიახლე

ანანიძის საგოლე გადაცემა (ვიდეო)

ჯანო ანანიძის "სპარტაკმა" რუსეთის პრემიერლიგის 29-ე ტურში "ტერეკს" უმასპინძლა.

მატჩი ქართველი ნახევარმცველის გუნდის გამარჯვებით 3:0 დასრულდა. ანანიძე პრემიერლიგის ჩემპიონის რიგებში მოედანზე 62-ე წუთზე შემოვიდა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. 74-ე წუთზე ჯანო ანანიძემ ქუინსი პრომესს ეფექტური პასი ჩააწოდა, მისმა თანაგუნდელმა კი საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძის "სპარტაკმა" 27-ე ტურში ჩემპიონობა გაინაღდა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2017 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ