ყველა სპორტული სიახლე

კვერკველიას ავტოგოლი და გამარჯვება სტუმრად (ვიდეო)

რუსეთის პრემიერლიგის 29-ე ტურში სოლომონ კვერკველიას "ლოკომოტივი" "ურალს" დაუპირისპირდა.

ქართველი ცენტრალური მცველის გუნდმა სტუმრად ანგარიშით 2:1 იმარჯვა. კვერკველიამ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.

ანგარიში შეხვედრის 33-ე წუთზე პეიჩინოვიჩის გოლით გაიხსნა, 44-ე წუთზე კი მანუელ ფერნანდესმა პენალტი ზუსტად შეასრულა და "ლოკომოტივი" ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. 78-ე წუთზე კი სოლომონ კვერკველია "ურალის" ჯარიმის ჩაწოდებისას ჩისამბა ლუნგუას დარტყმულის მოგერიებას ცდილობდა, თუმცა ბურთი საკუთარ კარში გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სტუმრად 2:0 სძლია გიორგი ლორიას "კრილიამ" "ტომსკს". თუმცა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე სათადარიგო შემადგენლობაში იმყოფებოდა და შეხვედრაში არ ჩართულა.

გია გრიგალავას "არსენალსა" და "ამკარს" შორის შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. ქართველმა მცველმა მოედანზე 90 წუთი შეუცვლელად გაატარა და 89-ე წუთზე ყვითელი ბარათიც დაიმსახურა.

ცნობისთვის, რუსეთის პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურის შემდეგ კვერკველიას "ლოკომოტივი" 42 ქულით მეშვიდე ადგილს იკავებს, ლორიას "კრილია" 28 ქულით მეცამეტეა, ხოლო გრიგალავას "არსენალი" 25 ქულით მეცხრამეტე ადგილზეა.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2017 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ