ყველა სპორტული სიახლე

დვალიშვილი და ლობჟანიძე სტუმრად დამარცხდნენ

უჩა ლობჟანიძის და ვლადიმერ დვალიშვილის "ატირაუმ" ყაზახეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის გამოტოვებული შეხვედრა სტუმრად "აქტობესთან" გამართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. 

ლობჟანიძემ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, შეუცვლელად იასპარეზა და 85-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. დვალიშვილმა კი მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 57-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო გადამწყვეტი გოლი მასპინძლებმა მე-80 წუთზე გაიტანეს. 

პოლონეთის ჩემპიონატში მათე ცინცაძის "პოგონი" "ტერმალიცას" დაუზავდა - 1:1. მათე ცინცაძე მასპნიძელთა შორის სათადარიგო იყო და შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. 

ვაკო ყაზაიშვილის გარეშე იმარჯვა ვარშავის "ლეგიამ", რომელმაც "ლეხს" 2:0 სძლია. ქართველი ფეხბურთელი სამატჩო განაცხადში არ ყოფილა.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2017 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ