ყველა სპორტული სიახლე

ჩხუბი და თავდასხმა მწვრთნელზე საბერძნეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

საბერძნეთის ჩემპიონატის შეხვედრა "პანათინაიკოსსა" და პაოკ-ს შორის გულშემატკივრების მიერ მოწყობილი არეულობის გამო ჩაიშალა. 

მატჩის 54-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები მინიმალური ანგარშით იგებდნენ, ფეხბუთელებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო, "პანათინაიკოსის" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა კი პაოკ-ის მწვრთნელ ვლადიმირ ივიჩს ლუდის ქილა ესროლა ტრიბუნებიდან.

სტუმართა გუნდის სპეციალისტი სტადიონიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, მსაჯმა კი შეხვედრა შეწყვიტა, რის გამოც "პანათინაიკოსს" ტექნიკური მარცხი ემუქრება. 

ფეხბურთი, ევროპა

არქივის კალენდარი

2017 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ