ყველა სპორტული სიახლე

გიორგი შერმადინის კიდევ ერთი აღიარება ესპანეთში (ვიდეო)

ესპანეთის საკალათბურთო ლიგის მაისის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინი გახდა. 

საქართველოს ნაკრების ცენტრის "ანდორამ" მაისში ჩატარებული 3 მატჩიდან 1 მოიგო და 2-ში დამარცხდა, თუმცა ქართველი კალათბურთელი სამივე შემთხვევაში გამორჩეულად შედეგიანი იყო.

მაისში ჩატარებული რეგულარული ჩემპიონატის შეხვედრებში შერმადინის საშუალო მონაგარი 15 ქულა და 11 მოხსნაა, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 25. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შერმადინის და ბექა ბურჯანაძის "ანდორამ" ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 პოზიცია და პლეი ოფის საგზური მოიპოვა, სადაც რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულს, მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება. 

გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგის სიმბოლურ ხუთულში

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2017 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ