ყველა სპორტული სიახლე

ქართველი ძიუდოისტების განრიგი ეკატერინბურგის გრან პრიზე

ხვალ 20 მაისს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ძიუდოს მორიგი გრან პრი აიღებს სტარტს.

ტურნირზე საქართველოს სახელით თორმეტი ძიუდოისტი იასპარეზებს იასპარეზებს.

ეკატერინბურგის გრან პრის პირველ დღეს სპორტსმენები შვიდ წონით კატეგორიაში -48, -52, -57, -63, -60, -66, -73 იჭიდავებენ.

ქართველი ძიუდოისტებიდან კი პირველები ტატამზე -60 კგ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი, -66 კგ წონით კატეგორიაში კი ლაშა გიუნაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი გამოვლენ.

მეორე დღეს კი ძიუდოისტები -70, -78, +78, -81, -90, -100, +100 წონით კატეგორიებში ჩაერთვებიან.

საქართველოს სახელით კი ზებედა რეხვიაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი (-81), უშანგი მარგიანი, ნიკა სიდამონიძე (-90), ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი პარკატი (-100), ლევან მატიაშვილი და ონისე ბუღაძე (+100) გამოვლენ.

წინასწარი შეხვედრები ორივე დღეს თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე. პირდაპირი ეთერის ბმულებს MySports.Ge შემოგთავაზებთ.

ჭიდაობა / ძიუდო, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2017 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ