ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ნაკრებს ანდრეი შევჩენკო შეუტევს

20 მაისს, კიევის ოლიმპიური სტადიონი ქართული და უკრაინული ფეხბურთის ლეგენდების მატჩს უმასპინძლებს. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობის შემდეგ ცნობილი გახდა უკრაინელთა განაცხადიც. ქართველებს"მილანის" ლეგენდარული ფორვარდი, ანრეი შევჩენკო შუეტევს, უკრაინელთა სრული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება. 


მეკარე: ვიტალი რევა

მცველები: სერგეი ფიოდოროვი, ვოლოდიმირ ეზერსკი, იური დმიტრულინი, ვიაჩესლავ სვიდერსკი, ანდრეი ოკსიმეცი, ვიაჩესლავ შევჩუკი, ანდრეი დონეცი, ვიტალი სამოილოვი, დმიტრო პინჩუკი

ნახევარმცველები: ოლექსეი მიხაილიჩენკო, ვიტალი კოსოვსკი, სერგეი ნაგორნიაკი, ოლეგ შელაევი, სერგეი ნაზარენკო, იური მაკსიმოვი, ედუარდ ციხმესტრუკი

თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, ოლეგ სობუცკი, ოლექსანდრ კოსირინი, ადნრეი პაველკო, ანდრეი ვორობეი, ვადიმ კოსტიუჩენკო

მწვრთნელები: ანატოლი დემიანენკო, ვოლოდიმირ ბეზსონოვი, ვოლოდიმირ ლოზინსკი

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე კი პრესკონფერენცია გაიმართება, რომელზეც ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელები, რევაზ ძოძუაშვილი და ალექსანდრე ჩივაძე უპასუხებენ. მათთან ერთად მედიის წარმომადგენლებთან გიორგი დემეტრაძე და ლევან კობიაშვილი ისაუბრებენ. 

აღსანიშნავია, რომ მატჩი 20 მაისს კიევში ოლიმპიურ სტადიონზე 19:00 საათზე გაიმართება, დასწრება კი გულშემატკივართათვის უფასო იქნება. პირდაპირ ტრანსლაციას კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი უზრუნველყოფს.

ფეხბურთი, საქართველო, ევროპა

არქივის კალენდარი

2017 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ